
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ივნისიდან ფრენების 20%, ხოლო ივლის-აგვისტოდან 40%-ით აღდგება. ამის შესახებ ზაქარაძემ ონლაინ კონფერენციაზე, "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები", განაცხადა.
„ვთვლი, რომ ერთობლივად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი მაისის ბოლოდან. ნელ-ნელა უნდა ვიმუშაოთ, ახალი მიმართულებებით, სენსიტიურად, დეტალურად, ყველა ავიაკომპანიასთან, ყველა სიხშირეზე, სატვირთო გადაზიდვებზე. უნდა ვიზრუნოთ ყველაფერზე სახელმწიფოსთან ერთად," - თქვა ზაქარაზემს და დასძენა, რომ თუ ქვეყანა ინფრასტრუქტურულად არ იქნება მზად, მიიღოს მგზავრი, აეროპორტის გახსნას და ამუშავებას აზრი არ ექნება.
"ამიტომ სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივად უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ ვიხსნებით“, - განაცხადა მან.
როგორც ზაქარაძემ თქვა, "ტავ ჯორჯიას" არც ერთი თანამშრომელი სახლში არ გაუშვია და 2- მილიონნახევარს იხდის ხელფასის სახით.
ზაქარაძის თქმით, შეზღუდვები ნელ-ნელა უნდა მოიხსნას, რომ ავიაინდუსტრია გადარჩეს.
"ნელ-ნელა მგზავრების გადმოყვანა უნდა დაიწყონ, რომ ბიზნესი აღდგეს“, - აღნიშნა ზაქარაძემ.
შეგახსენებთ, "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" საკმაოდ წარმომადგენლობითი ონლაინფორუმია, რომელიც დღეს 3 საათიდან მიმდინარეობს.
მასში მონაწილეობენ:

ბელა გელაშვილი
ავტორი