თავში

თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსებაზე აუქციონი გამოცხადდება - კალაძე

თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსებაზე აუქციონი გა
თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსებაზე აუქციონი გამოცხადდება - კალაძე

უახლოეს პერიოდში, თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი გამოცხადდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უფლება მოიცავს 15 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავლის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის.

„აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში მოღვაწე და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს დღეებში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა. აუქციონი 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული და ამ ვადის განმავლობაში მზად ვართ, მოგაწოდოთ ინფორმაცია დამატებითი კითხვების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system