თავში

თბილისის მერის ფეისბუქჩართვა სატრანსპორტო პოლიტიკაზე - VIDEO

თბილისის მერის ფეისბუქჩართვა სატრანსპორტო პოლიტიკაზე
თბილისის მერის ფეისბუქჩართვა სატრანსპორტო პოლიტიკაზე  - VIDEO

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მისი უპირველესი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა. როგორც მერმა თქვა, უახლოეს მომავალში პარკი ჩანაცვლდება სრულად. მისივე თქმით, მეტროს ძალოვანი კაბელები ათეული წლებია არ შეცვლილა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მათი შეცვლა სწორედ ახლა ხდება. მერის თქმით, გამოიცვლება ვაგონებიც და ის სრულად გახდება თანამედროვე.

მერმა ტაქსების რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტაქსის მძღოლს ტექდათვალიერება მოეთხოვება. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ტაქსის ლიცენზიის მფლობელთა 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. მისივე თქმით, A-კატეგორიაზე რეგისტრაცია აქვს გავლილი 6 ათას პირს, ხოლო B-კატეგორიაზე - 9 ათასს. ამ ციფრებს კალაძე საზოგადოებას აწვდის იმაში დასარწმუნებლად, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერიამ უმუშევრად დატოვა 27 ათასი ტაქსის მძროლი, არასწორი და პოპულისტურია.

 კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ტაქსის მძღოლებისთვის მერიასთან მოწყობილია უფასო დგომის ადგილი და ისინი თავისუფალი არიან პარკინგის გადასახადისგან, ასევე  საშემოსავლო გადასახადისგანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system