თავში

თბილისში ბინები გაიაფდა და უძრავი ქონების ბაზარი 4%-ით შემცირდა

თბილისში ბინები გაიაფდა და უძრავი ქონების ბაზარი 4%-ით შემცირდა
თბილისში ბინები გაიაფდა და უძრავი ქონების ბაზარი 4%-ით შემცირდა

Colliers International Georgia თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა  წლიურ წრილში 4%-ით შემცირდა და ფულად გამოსახულებაში 139 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. 

Colliers-ის უძრავი ქონების ექსპერტების შეფასებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 666 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 281 მილიონი აშშ დოლარი იყო.

"2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 674 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, 1 კვ.მ-ზე მხოლოდ 2 დოლარით შემცირდა და 637 აშშ დოლარის ნიშნულზეა"- ვკითხულობთ მიმოხილვაში.

თბილისში, 2020 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების 3 117 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.

ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38% და 26%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 12%-ით გაიზარდა და 1,808-ს მიაღწია.

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 20%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 7,079 ერთეული შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system