თავში

თბილისში ქირის ფასი 17.5%-ით არის შემცირებული

თბილისში ქირის ფასი 17.5%-ით არის შემცირებული
თბილისში ქირის ფასი 17.5%-ით არის შემცირებული

საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კვლავ ჩამორჩება პრე-პანდემიურ დონეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, კოვიდმა ქირაზე გაცილებით უფრო მეტად იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება წინა წელთან მიმართებაში, 2021 წლის ოქტომბერში, ის 2019 წლის დონეს 17.5%-ით ჩამორჩება.

ქირისა და გასაყიდი ფასის ფართობა 2020 წლის მარტიდან კლდებითი ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილურია და 2021 წლის ოქტომბერში 7%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი გრძელვადიან საშუალოზე 1.3%-ით ნაკლებია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმზე პანდემიამ უფრო მეტად იმოქმედა, მაგრამ 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება თბილისთან შედარებით.

ამასთან, 2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო შეწონილი იჯარა 13%-ით ჩამოუვარდებოდა 2019 წლის იმავე მაჩვენებელს სტრიტ რითეილში, ხოლო სავაჭრო ცენტრებში 19%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system