თავში

თბილისში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

თბილისში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება
თბილისში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

პროექტ GEclose2EU-ს ფარგლებში 7-8 ნოემბერს თბილისის მოლში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კილომეტრი) სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება.

GEclose2EU-ს სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება, მონაწილეთა და მომხარებელთა უსაფრთხოება.

ბაზრობაში მონაწილეობას მიიღებს პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) და სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ 120-ზე მეტი ბენეფიციარი ქართული კომპანია და მიკრო მეწარმე, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია.

ღონისძიებას გამოფენა-გაყიდვის სახე ექნება და სტუმრებს საშუალება ექნებათ პირადად გაიცნონ ქართველი მწარმოებლები და შეიძინონ მათი პროდუქცია. 7-8 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ და პროექტი GEclose2EU-ს ბენეფიციარი კომპანიები და მათი პროდუქცია. ეს ის კომპანიებია, რომლებიც ჩართული არიან პროექტ GEclose2EU-ის აქტივობებში და სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ დახმარებას იღებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ახალი პარტნიორები და კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბრენდების ცნობადობა.

ღონისძიება პროექტის „GEclose2EU’’- ს ფარგლებში ტარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. 

პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system