თავში

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - კალაძე

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - კალაძე
თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - კალაძე

იმ ისტორიულ უბნებში, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, უძრავი ქონების ფასი გაიზარდა., ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მერს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია, თუმცა, დასძინა, რომ მათი ღირებულება რეაბილიტაციამდე პერიოდთან შედარებით გაცილებით ძვირია.

„იმ არეალებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ქონება, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და საოფისე ფართები, სადაც რეაბილიტაცია ტარდება, გაცილებით მეტია ღირებულება, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, რაც გაკეთდა, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. არსებობს უბნები და ქუჩები, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ულამაზესი შენობები დგას. რა თქმა უნდა, მათი რეაბილიტაცია მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system