თავში

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 66%-ით გაიზარდა

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 66%-ით გაიზარდა
თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 66%-ით გაიზარდა

TBC Capital-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში თბილისში სულ 23,800 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების ბაზარი 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, კერძოდ, ახალი ბინების გაყიდვები 2019 წელთან შედარებით გაყიდული ბინების რაოდენობა 1.9%-ით, ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა კი 1.2%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება პანდმიურ 2020 წელთან შედარებას, ანგარიშის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თბილისში სულ 14,300 ბინა გაიყიდა, შესაბამისად, წელს ბაზარი წინა წელთან შედარებით 66%-ითაა გაზრდილი.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის მდგომარეობით, რეალიზებული ბინების 64% ახალ საცხოვრებელ სახლებზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში ივლისსა და აგვისტოში რეალიზებულ ახალ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ - 766 დოლარი, ძველ ბინებში კი 688 დოლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system