თავში

თელაველებს 30-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა

თელაველებს 30-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა
თელაველებს 30-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა

დღეს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თელავის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტი დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმის მიზანს სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system