თავში

თელავის აგრარული ბაზარი 2 000 ლარით დაჯარიმდა

თელავის აგრარული ბაზარი 2 000 ლარით დაჯარიმდა
თელავის აგრარული ბაზარი 2 000 ლარით დაჯარიმდა

თელავის აგრარული ბაზარი 2,000 ლარით დაჯარიმდა.მიზეზი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევაა, რომელიც პანდემიის პერიოდში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაწესდა.

თელავის აგრარული ბაზარი შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგის არასაკმარისი აპარატის გამო ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.

დაჯარიმების შემდეგ ობიექტი ბაზრის ადმინისტრაციამ დაკეტა, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე ჩავიდა და ვითარებას გაეცნო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. შიოშვილსა და ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ და გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება, სადაც არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system