თავში

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 24%-ით გაიზარდა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 24%-ით გაიზარდა
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 24%-ით გაიზარდა

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. 

ამის შესახებ report.ge-ს კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.

III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. 

2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული. 

ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“

ტელეკომპანია პირველის სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა. 

1.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა“, რომლის შემოსავალი წინა წლის III კვარტალში 0.02 მლნ იყო. 

0.6 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა „ჯი-დი-ეს თი-ვის“, 0.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, ხოლო 0.4-0.4 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდათ „პოსტვს“ და „სილქნეტს“. 

14%-ითაა შემცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.32 მლნ ლარიდან 0.28 მლნ ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა სატელევიზიო მაუწყებლებს მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 1.8 მლნ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ პროგნოზი კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის პირველ კვარტალში გააკეთა. 

კომისიის განმარტებით, პირველ და მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდებთან შედარებით ჯამური კლება 7%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო ბაზარი წელს ფასიან პოლიტიკურ რეკლამებსაც მოიცავს, კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები კომერციული სექტორის აქტივობების კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system