თავში

"თელმიკო" აბონენტებს აფრთხილებს

"თელმიკო" აბონენტებს აფრთხილებს
თელმიკო აბონენტებს აფრთხილებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას "თელმიკო" ავრცელებს.

თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

"ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯი", - აღნიშნულია განცხადებაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system