თავში

თემატური მოკვლევის ჯგუფს თამარ ხულორდავა უხელმძღვანელებს

თემატური მოკვლევის ჯგუფს თამარ ხულორდავა უხელმძღვანელებს
თემატური მოკვლევის ჯგუფს თამარ ხულორდავა უხელმძღვანელებს

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკსია და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები თემატური მოკვლევის ჯგუფი იქმნება, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრებმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. თუმცა, გამოიკვეთა რიგი გამოწვევები, ამიტომ ჩვენ გვსურს შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეაფასებს თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმის განხორციელება და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. მოკვლევის ჯგუფი ამ გამოწვევების საპასუხოდ, შეიმუშავებს რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ.

მისივე განცხადებით, დღეს ევროპაში აღინიშნება „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“, რომელსაც საქართველოც შეუერთდა და რომლის ფარგლებში ღონისძიებების ჩატარება ასევე, დაგეგმილია საქართველოში.

„ევროპა დღეს სოლიდარულად ცდილობს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით, გარკვეული აქტივობების განხორციელებით, წვლილი შეიტანოს საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირებაში. სიმბოლურია, რომ ეს თემატური მოკვლევა სწორედ დღევანდელ დღეს იწყება. ვფიქრობ, რომ საგზაო უსაფრთხოების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ეფექტურობაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ასევე, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა სხდომაზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system