თავში

Tesla-ს აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა

Tesla-ს აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა
Tesla-ს აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა

ამერიკული ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელი კომპანია „ტესლა“ ესამე კვარტალში, ყველასათვის მოულოდნელად, მოგებაზე გავიდა. Tesla-ს აქციების ღირებულების ზრდამ, 20%-ს გადააჭარბა. 2019 წლის დასაწყისში, კომპანიის აქციების ღირებულება, მთელი 23%-ით დაეცა, ბოლო 12 თვის ჯამით კი, გაუფასურებამ სულ 13% შეადგინა. Tesla-ს ინფორმაციით, კომპანიის სუფთა მოგებამ 143 მილიონი დოლარი შეადგინა. Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზარზე მათი ახალი პროდუქტების გამოჩენამ, შესაძლოა რადიკალური გავლენა მოახდინოს, საწარმოს რენტაბელობაზე. ელონ მასკმა აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ წარმატებით მოახერხა დანაკარგების ეფექტური კონტროლი და მოცემულ მომენტში, საწარმოო ხარჯები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჩინეთში მდებარე ქარხანაში, „ტესლა“გეგმავს გამოუშვას Model 3-ის კომპაქტური ხაზი, ხოლო ახალი Model Y-ის გამოშვება დაგეგმილზე ადრე, მომავალ გაზაფხულზე მოხდება.

2019 წელს, Tesla-ს წარმოების მაჩვენებელი იქნება 360 000 ავტომობილი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system