თავში

ტიკარაძე: ყველა ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ

ტიკარაძე: ყველა ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ
ტიკარაძე: ყველა ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ

„ჩვენ არ გვაქვს მიზანი შევქმნათ ზონდერული და სადამსჯელო რაზმებით დაკომპლექტებული ერთეულები სამინისტროში,“- ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესის ნაწილის პრეტენზიას შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით.

შრომის ინსპექციის უფლებამოსილების ზრადს ბიზნესი აღიქვამს, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბებას.

ბიზნესის ეჭვს უსაფუძვლოს უწოდებს ჯანდაცვის მინიტრი.

ცნობისთვის, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ცვლილებების მთავრი მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. 

“ინსპექცია ახლაც მუშაობს, ამოწმებს კოვიდუსაფრთხოებას და ვხედავთ, რომ ირიენტაცია დასჯაზე არაა, პრევენციაზეა. რა თქმა უნდა ყველა დამატებითი კანონის რეგულაციის შემოღების შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მიზანი, რომ გვქონდეს ზონდერული, სადამსჯელო რაზმებით დაკომპელქტებული ერთეულები სამინისტროში. ჩვენ ყველა ამ ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ. დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვნახავთ რა ცვლილებებიც იქნება,“- განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system