თავში

თითის ანაბეჭდი პინკოდის ნაცვლად

თითის ანაბეჭდი
თითის ანაბეჭდი პინკოდის ნაცვლად

ბრიტანეთში უმსხვილესმა ბანკმა NatWest 3-თვიანი ექსპერიმენტული პროგრამა დაიწყო საკრედიტო ბარათების გამოყენებაზე, რომელთა ავტორიზაციაც მფლობელის თითის ანაბეჭდით მოხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ბარათები ბანკის 150 მომხმარებელს დაურიგეს. 30 ფუნტზე ნაკლები თანხის უკონტაქტო გადახდის შემთხვევაში ტრანზაქცია ჩვეულებრივად განხორციელდება, თუ თანხა უფრო მაღალია, მომხმარებელმა ბარათს თითი უნდა დაადოს. თუ მომხმარებელი 100 ფუნტზე მეტს იხდის, მან ბარატი ტერმინალში უნდა მოათავსოს და ამ შემთხვევაშიც დაადოს თითი. პინ–კოდის შეყვანა სავალდებულო მხოლოდ ბანკომატებზე რჩება.

ანკში ამბობენ, რომ ამ ბარათებით შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა და მოქმედებს ყველა ტერმინალზე, რომლებიც კი დღეს ქსელშია გაშვებული.

მომხმარებლებს თავისი თითის ანაბეჭდის ბარათზე დარეგისტრირება სახლშიც შეუძლიათ. თუ ანაბეჭდი დაფიქსირებულია, მისი შეცვლა შეუძლებელია. ბანკის წარმომადგენლები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ბიომეტრიული მონაცემები არსად არ იგზავნება და არც ღრუბლოვან საცავებში რჩება.

NatWest–ის დირექტორი ინოვაციების საკითხებში ჯორჯიანა ბალკელი აღნიშნავს, რომ თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის ტექნოლოგია უახლოესი წლებისთვის საკმაოდ პერსპექტიულ მიმართულებად იკვეთება. ის უფრო მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის და არც პინ–კოდს საჭიროებს, რომელიც შეიძლება დაავიწყდეს, ან მოპარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system