თავში

ტყავისა და ხის კომბინაცია ჩანთებში - "თავრიელი" პირველ ნაბიჯებს დგამს

ტყავისა და ხის კომბინაცია ჩანთებში - "თავრიელი" პირველ ნაბიჯებს დგამს
ტყავისა და ხის კომბინაცია ჩანთებში - თავრიელი პირველ ნაბიჯებს დგამს

ორიგინალური ნახატები, დახვეწილი ფორმა, ხისა და ტყავის კომბინაცია – ასე იქმნება ქართული ხელნაკეთი ბრენდის “თავრიელის" ჩანთები. ის ახლახან შექმნილი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ინოვაციურ ჩანთებს სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ეთა ალადაშვილი გვეუბნება, პირველ პრობლემას მეწარმე კადრების შერჩევისას წააწყდა. ალადაშვილის თქმით, პატიოსანი და შრომისუნარიანი მუშახელის პოვნა გაუჭირდა. 

"კვალიფიციური კადრი ბაზარზე დეფიციტურია. გარდა ამისა დასაქმებულებს აკლიათ პასუხისმგებლობა. რატომღაც ჰგონით რომ 10-15 წუთი დაგვიანება ნორმაა. გამიჭირდა ხეზე გრავირების კარგი სპეციალისტის შოვნა. ფაქტია, რომ ხელობა ადამიანებს ადვილი საქმე ჰგონიათ, რაც იმთავითვე არასწორია. ერთი მხრივ, დასაქმების პრობლემაა ქვეყანაში  და, მეორე მხრივ, მაქვს ვაკანსია და კადრი არ მყავს. დაქირავებულისთვის ხელობის სწავლება კი ძვირი მიჯდება და გაუთვალისწონებელ ხარჯს მიზრდის. მქონდა შეთავაზება ვასწავლიდი 3 თვე და ხელფასს არ გადავუხდიდი, არ ინდომეს. გამოსაცდელი ვადა 1 კვირა მივეცი, ვერ იმუშავეს რადგან არ იციან საქმე. კვალიფიციური კადრი ძალიან ცოტაა." - გვითხრა 

რაც შეეხება სახელწოდებას, მეწარმე გვიხსნის, რომ "თავრიელი" ძველქართულ ლექსიკონში გვხვდება და ძროხის ტყავს ნიშნავს და იმიტომ შეარჩიეს, რომ სურდათ პროდუქტი სიძველესთან ყოფილიყო ასოცირებული.

" ტყავისა და ხის ამგვარი კომბინაცია ჩვენი ექსკლუზივია. თან თვითონ ეს სიტყვა “ თავრიელი” ძალიან ბევრ ენაზე ულამაზესად გამოითქმის," - გვიხსნის მეწარმე.

როგორც ეთა ალადაშვილი გვეუბნება, თავრიელი ნატურალურის ასოციაციას იწვევს, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ხარისხს. მისივე თქმით, მსგავსი კომბინაცია ხისა და ტყავის ჯერ არც ერთ ბრენდს არ ჰქონია და მეწარმე შეეცდება ინდივიდუალიზმი არ დაკარგოს. მეწარმე ცდილობს, რომ ხარისხი სარეალიზაციო ფასის შესაბამისი იყოს. 

"თითოეული მოდელი რენტაბელური გამოდგა და ფასითაც ხშირად იგებს მომხმარებლის გულს – ყველაფერთან ერთად, ხელმისაწვდომია. ვცდილობთ, ეტაპობრივად გვქონდეს პატარ-პატარა აქციები, რომ წავახალისოთ მომხმარებელი და ამასთანავე უფრო ფართო მასშტაბით გაგვიცნოს ქართულმა ბაზარმა. ყოველ დღე ჩვენი სტენდი მუშაობს ერეკლე II ის ქუჩაზე, ამის გარდა, მონაწილეობას ვიღებთ თბილისი მოლში ჩატარებულ შოუ რუმში და სამომავლოდ ვგეგმავთ, STALL-ზეც გამოვჩნდეთ. ამასთანავე, გვაქვს ონლაინ მომსახურება. მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობაც შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system