თავში

ტყიბულის მაჟორიტარი მოსახლეობას 100 000 ლარით დაეხმარება

ტყიბულის მაჟორიტარი მოსახლეობას 100 000 ლარით დაეხმარება
ტყიბულის მაჟორიტარი მოსახლეობას 100 000 ლარით დაეხმარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები განიხილეს. 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და შახტის ადმინისტრაცია შეიმუშავებენ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system