თავში

ტრანსპორტის რომელ დარგს უფრო უჭირს საქართველოში

ტრანსპორტის რომელ დარგს უფრო უჭირს საქართველოში
ტრანსპორტის რომელ დარგს უფრო უჭირს საქართველოში

ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში 2-ჯერ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ ,,სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევის“ პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით არის შემცირებული და ნაცვლად განვითარებისა ის საქართველოს ეკონომიკაში შავი ხვრელის როლს ასრულებს. 

,,ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია ქვეყანა „Doing Business-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს", - განაცხადა ურუშაძემ. 

HUB Georgia-მ 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს მთავრობამ მიიღო 750 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, შეემუშავებინა სატრანსპორტო სექტორის განვითარების სტრატეგია, დღეს ქვეყანას არ გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკა, შემუშავებული დოკუმენტი კი ეკონომიკის სამინისტროში უფუნქციოდ თაროზეა შემოდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system