თავში

Gorgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
Gorgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ქართული ავიაკომპანია Gorgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ დაგვიდასტურა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აკრძალა, კომპანიამ $25 მლნ იზარალა. ბუნებრივია, დაზარალდნენ თავად რუსული ავიაკომპანიებიც, რომლებმაც ზარალის დაპირებული კომპენსაციის მოთხოვნით უკვე მიმართეს რუსეთის მთავრობას.

"ჩვენ ამერიკელ, კერძოდ კალიფორნიელ იურისტებთან გავიარეთ კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ რუსებმა იურიდიული შეცდომა დაუშვეს. ეს არის იურიდიული კაზუსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხელი მოვკიდოთ ამას და სამართლებრივ სივრცეში მოვიგოთ ეს საქმე. იყო რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება, რომლის შესაბამისად რუსეთის ავიახაზებს აეკრძალათ საქართველოში ფრენა და მასში არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს ავიახაზებზე. ჩვენმა ამერიკელმა იურისტებმა ამოქექეს ასეთი საქმე, როცა მსგავსი შემთხვევა იყო 2015 წელს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება რუსეთ-ეგვიპტეს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ იქ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შემდგომ ეგვიპტის ავიახაზებისთვის არავითარი შეზღუდვა არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე ხელში გვაქვს პრეცედენტი იგივე შემთხვევის," - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს, Gorgian Airways $800 000-იანი დავალიანება აქვს, არასწორია

"ვაცხადებ, რომ ჩვენს კომპანიას რუსეთის აერონავიგაციის მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს. მეტიც, ჩვენ 3-ჯერ უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე რუსული ავიაკომპანიები და ყოველთვის პირნათლად ვიხდით ყველა გადასახადს. ჩვენ მთელ ევროპაში, ლონდონის, პარიზის, ამსტერდამის, ბერლინის მიმართულებით დავფრინავთ, სადაც ყველგან გავლილი გვაქვს უსაფრთხოების ISO სტანდარტები. ყველაზე სასაცილო არის ის, რომ 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგა, ჩვენ წარვადგინეთ უსაფრთხოების სტანდარტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ ეს დაამტკიცეს. არის არაპროფესიონალიზმის უმაღლესი დონე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საერთაშორისო სასამართლო განხილვების დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოპასუხე მხარე," - აღნიშნა Gorgian Airways- ის დირექტორმა.

კომპანია საკითხს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც გააცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system