თავში

წაბლი თითქმის მასიურად დაავადებულია

წაბლი თითქმის მასიურად დაავადებულია
წაბლი თითქმის მასიურად დაავადებულია

კვლევებით დადასტურდა, რომ წაბლის ხეები თითქმის მასიურად არის დაავადებული. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 315 წაბლის ხიდან 84%-ს მაღალი დაზიანება აღენიშნება, 15%-ს დაბალი და მხოლოდ 1%-ია თითქმის ჯანმრთელი. როგორც აღმოჩნდა,  წაბლის ხეებს დიდ საფრთხეს უქმნის კიბო, წაბლის ქერქის მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც იწვევს პათოგენური სოკო, Cryphonectria parasitica.

სპეციალისტების თქმით, წაბლისთვის, ასევე სხვა წიწვოვანი კულტურებისთვის სერიოზული რისკია გლობალური თადბობა, რაც კიბოსა და სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, დაავადება განსაკუთრებით  სწრაფად ვრცელდება ასაკოვან ხეებზე, რადგან სუსტი იმუნიტეტის გამო ბრძოლა ხეს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ძალიან უჭირს.

,,ხეების დაავადებასთან დაკავშირებით პრობლემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვაქვს. განსაკუთრებით წიწვოვანებია ამორტიზებული ანუ შესაბამისი ასაკი აქვთ, რის გამოც დაავადება იოლად ერევათ ბევრ შემთხვევაში ხეების ხმობის მიზეზი გლობალური დათბობაა. ამ დროს ხდება დაავადების გამოვლენა და სხვადასხვა სოკოვანი ავადმყოფობით აფეთქება. მასიური პრობლემაა არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშიც. ეს პროცესი თითქმის ყველგან შეინიშნება, წიწვოვანების ხმობა მთელ ევროპაში ხდება. მთავარი ამოცანაა, რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ენდემური სახეობები, რომლებიც გადაშენების პირასაა. მწვანე ნარგავების გაშენება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა არის გასააქტიურებელი, რადგან წაბლს, ასევე ბზასაც, დაავადება ანადგურებს. კვიპაროსი, განტოტვილი და პირამიდულიც, კლიმატური ცვლილების გამო ხმება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე მეტად აღმოსავლური ნაძვი არის დაზიანებული. ანალოგიური პრობლემაა ხაშურის რაიონში, სურამსა და ბორჯომის ხეობაში", - ამბობს ნინო ჩხობაძე report.ge-თან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  წაბლთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივით და მიზნად ისახავდა წაბლის კიბოს გავრცელებისა და ბუნებრივი კორომების მდგომარეობის შეფასებას, ასევე სამომავლო მონიტორინგისთვის სამიზნე უბნებისა და შესაბამისი მეთოდის შერჩევას.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2015 წელს ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის მიხედვით, წაბლის კორომები მაჭახელას ეროვნულ პარკში 871 ჰექტარს იკავებს. ამ ულამაზესი ტყის ჯანმრთელობის დაცვა აუცილებელია უნიკალური კოლხური ტყეების გადასარჩენად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system