თავში

წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა
წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 43,08 ( - 0,02) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40,62 (- 0,01) დოლარი/ბარელზე.

2020 წლის 6 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაიაფდა გუშინაც.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 43,10( - 0,04) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40,63 (- 0,02) დოლარი/ბარელზე.

ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, აშშ-ს მარაგი მოულოდნელად გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, გასულ კვირაში აშშ – ში ნავთობის მარაგი 2 მილიონი ბარელით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები შემცირებას ელოდნენ. 

შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტრო ოფიციალურ მონაცემებს  საღამოს გამოაქვეყნებს. 

ანალიტიკოსების პროგნოზი, სააგენტო რეზერვების 3,11 მილიონი ბარელით შემცირებას განაცხადებს.

ინვესტორებმა დიდი ალბათობით ყურადღება მიაქციეს ასევე აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მოხსენებას, რომელშიც ქვეყანაში ნავთობის საშუალო წარმოების პროგნოზი გაზარდა  70 ათასი ბარელით დღეში - 11,63 მილიონამდე მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო 2021 წლისთვის - 170 ათასი ბარელით, 11,01 მილიონი ბარელამდე დღეში.

შეგახსენებთ, "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია რომ აბუ-დაბის ნავთობკომპანია ADNOC აპირებს ნავთობის ექსპორტის გაზრდას შემდეგ თვეში, ხოლო OPEC + შეთანხმებით ნავთობის წარმოება უნდა შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system