თავში

წელს 26.1 მლნ დოლარის ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

წელს 26.1 მლნ დოლარის ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა
წელს 26.1 მლნ დოლარის ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system