თავში

წელს ახალი ბაღები 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა

წელს ახალი ბაღები 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა
წელს ახალი ბაღები  2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა

"გავზარდეთ ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, ვგულისხმობ ფერმერებისა და მეწარმების სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რომლესაც სახელმწიფო ფარავს," - - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მინისტრმა იმ პროეტების შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აგრარული წარმოების გასაძლიერებლად ახორციელებს და აღნიშნა, რომ  2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა კი 20 მლნ ლარს აჭარბებს.

"პროგრამამ „დანერგე მომავალი“ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 10,500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაშენდა. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის რეალიზაციით ფერმერებმა შემოსავალი უკვე მიიღეს. გაჩნდა საექსპორტო შესაძლებლობები, რაც განპირობებულია პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის მზარდი რაოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად იქმნება კარგი სანედლეულო ბაზა ადგილობრივი გადამმუშავებელი მრეწველობისათვის. ცვლილებებით, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, რეგიონების მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით. პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, ასევე ჭაბურღილის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. პროგრამას ასევე დაემატა კომპონენტი, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს," - განმარტა ლევან დავითაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system