თავში

წელს ღვინის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა

წელს ღვინის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა
წელს ღვინის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა

2021 წლისიანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4984017), ჩინეთი - 13% (4553919),  აშშ - 10% (881470), გერმანია - 6% (654608),  ლატვია - 4% (1440567), ლიეტუვა - 45% (837096), იაპონია - 18% (159262), დიდი ბრიტანეთი - 72% (631504).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296992), შვედეთი - 65% (99832), ჩეხეთი - 275% (139560), ყაზახეთი - 30% (3264706), ისრაელი - 41% (368899), აზერბაიჯანი - 8% (181727), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 21% (10558377), რუსეთი - 5% (49064224), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 17% (3348501) და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system