თავში

წელს კახური ატმის მინიმალური ფასი ლარია, ვაშლატამა კი 2 ლარი ღირს

წელს კახური ატმის მინიმალური ფასი ლარია, ვაშლატამა კი 2 ლარი ღირს
წელს კახური ატმის მინიმალური ფასი ლარია, ვაშლატამა კი 2 ლარი ღირს

კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. ამ რეგიონში ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 6 ივლისის მდგომარეობით, 1,397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. დაბინავების პროცესში ჩართულია 20 სამაცივრე მეურნეობა. 

ატმის ჩაბარების ფასი 1,00 - 1,50 ლარია, ვაშლატამასი კი, 1,40 – 2,00 ლარი.

ამის შესახებ კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონში კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, მეწარმე სოსო გიოშვილის სამაცივრო მეურნეობაში იმყოფებოდა. 

მინისტრი ფერმერებს შეხვდა, ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და სამაცივრო მეურნეობაში პროდუქტის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამაცივრო მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისათვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს კრეფა, დასაქმებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები. ვფიქრობ, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასებიც მაღალია; ფერმერები კმაყოფილები არიან. ეს არის ჩვენი სისტემური მიდგომის შედეგი. საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, რომ იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ, ამავე დროს, ყველა შესაბამისი რგოლი ჩართულია, რომ პროცესები იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა, ფერმერის, მალხაზ ჯოხაძის ბაღში ატმის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი მოსავლის როგორც დაბინავებით, ასევე ატმის ფასით, ფერმერები კმაყოფილები არიან.

მინისტრთან და მხარის რწმუნებულთან ერთად, რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კიაზო ახალაია და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system