თავში

წელს ქართული მზესუმზირა ყატარსა და რუსეთში დაექსპორტდა

​წელს ქართული მზესუმზირა ყატარსა და რუსეთში დაექსპორტდა
წელს ქართული მზესუმზირა ყატარსა და რუსეთში დაექსპორტდა

წელს საქართველომ საზღვრებს გარეთ 90 ტონამდე მზესუმზირა გაყიდა.  ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთში გავიდა.

საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან რუსეთში 1206 სასაქონლო ნიშნით გაიყიდა 375.6 ათასი დოლარის 89.6 ტონა მზესუმზირის დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი თესლი.

წელსვე უმნიშვნელო რაოდენობაა დაექსპორტებული ყატარში. როგორც ჩანს, პროდუქტი ქართველმა ექსპორტიორებმა ბაზრის დასატესტად გაიტანეს, რადგან, ყატარში წელს გგაყიდული მზესუმზირის მოცულობა ტონაზე ნაკლები და ფულად გამოსახულბაში 1000 დოლარზე ნაკლებია, ამიტომაც ამ უმნიშვნელო რაოდენობას არ ითვლის საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი.

რაც შეეხება გასულ წლებს, შარშან საქართველომ მზესუმზირა მხოლოდ რუსეთის ბაზარს მიაწოდა. ექპორტის შარშანდელი რაოდენობა მოცულობითია და ის 208.7 ტონას შეადგენს, რაშიც ქვეყანამ მიიღო 1,039.3 ათასი დოლარის შემოსავალი.

საქართველოდან ექსპორტზე მზესუმზირა მხოლოდ რუსეთში გავიდა  2017 წელსაც, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით. სამი წლის წინ საქართველომ რუსეთს მიჰყიდა 98.3 ათას დოლარის 175.7 ტონა მზესუმზირის თესლი.

2018 წელს მზესუმზირის საექსპორტო ბაზარი შედარებით უფრო დივერსიფიცირებული იყო. ქვეყანამ ეს პროდუქტი სამ მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დააექსპორტა. ორი წლის წინ საქართველომ აზერბაიჯანში დაექსპორტებული 44.0 ტონა მზესუმზირისგან 52.8 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. სომხეთში გაყიდული 1.0 ტონა მზესუმზირაში კი საქართველომ აიღო 14.6 ათასი დოლარი, ხოლო  რუსეთში დაექსპორტებული 263.5 ტონა მზესუმზირისგან ქვეყანამ მიიღო 1,098.0 ათასი დოლარის შემოსავალი.

შეგახსენებთ, მზესუმზირა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, თუმცა სამეწველო დანიშნულებით ის უმეტესად მოჰყავთ კახეთის რეგიონში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში. მზესუმზირას კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი გამოიყენება ცხოველთა საკვებად.

დამატებითი გადამუშავების გარეშე, სასურსათე დანიშნულებით, შეიძლება გამოვიყენოთ ზეთი 2,25 მგ. მჟავიანობისას. ნაჩვენებ ნორმაზე მეტი მჟავიანობის ზეთი შეიძლება სასურსათედ გამოვიყენოთ მხოლოდ მისი გულდასმით გაწმენდა – რაფინირების (მჟავიანობის განეიტრალების) შემდეგ. რაფინირების გარეშე ზეთის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტექნიკური მიზნებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system