თავში

წელს პრივატიზების პროცესში დარღვევენი არ ფიქსირდება

წელს პრივატიზების პროცესში დარღვევენი არ ფიქსირდება

მიმდინარე წელს პრივატიზების პროცესის (სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები) შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების დარღვევას/ შეუსრულებლობას ადგილი არ ქონია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018-2019 წლებში გამოვლენილი დარღვევების გამო ხელშეკრულებები (ნასყიდობის) ჯამში 7 პირს შეუწყდა. ესენი არიან: გია კუპრაძე; შპს „გრანდბილდერი“; შპს „ბაბილი“; სს„საქორგგაზი“; შპს ALTER ENERGY (ორი ხელშეკრულება); შპს „ფოთისამიაკის ტერმინალი“ და შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“.

ამათგან, ხელშეკრულება ყველაზე ბოლოს, 2019 წლის 25 სექტემბერს შეუწყდა შპს „ფოთისამიაკის ტერმინალს“, რომლის მფლობელი გიორგი შეყრილაძეა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანიასთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი 2018 წელს გამოვლენილი დარღვევა გახდა.

ცნობისთვის, კომპანია 2015 წელს თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობის მშენებლობას გეგმავდა. მთავრობის განკარგულებით, კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა. შეთანხმების მიხედვით, ინფრასტრუქტურის შესაქმნელად "ფოთის ამიაკის ტერმინალს" 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system