თავში

წელს საქართველო კომერციული ბაღებიდან ნუშის პირველ მოსავალს მიიღებს

წელს საქართველო კომერციული ბაღებიდან ნუშის პირველ მოსავალს მიიღებს
წელს საქართველო კომერციული ბაღებიდან ნუშის პირველ მოსავალს მიიღებს

თხილის შემდეგ, ნუში პირველი კაკლოვანი კულტურაა, რომლის მიმართაც მოთხოვნა მატულობს. წელს საქართველო კომერციული ბაღებიდან ნუშის პირველ მოსავალს მიიღებს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანლის, ზვიად ბობოქაშვილის თქმით, ნუშს აქვს პოტენციალი, აგრარულ სექტორში ისეთივე საპატიო ადგილი დაიმკვიდროს, როგორიც ამ ეტაპზე თხილს უჭირავს. ამას მოწმობს გაშენებული ბარების სიდიდეც. ამ ეტაპზე ნუში 4 000 ჰა-ზე მეტია გაშენებული და ეს ტემპი მუდმივად მატულობს.

,,3-4 წლის წინ გაშენებული  პირველი კომერციული ბაღები წელს ნუშის პირველ მოსავალს მიიღებენ.  2021 წლიდან კი ნელ-ნელა დავიკავებთ კუთვნილ ნიშას ნუშის ბაზარზე. პირველ ეტაპზე დავიწყებთ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებით და მერე ექსპორტზე ვიზრუნებთ. კაკლოვან კულტურებში ნუში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და დიდი პოტენციალის მქონე მცენარეა. ეს ინდუსტრია ყველა ვარიანტში შედგა. როგორც დასავლეთ საქართველოში პოპულარულია თხილი, ნუშიც საქართველოს სოფლის მეურნეობაში ასეთ საპატიო ადგილს დაიჭერს. აქცენტი უფრო გვიანი ყვავილობის ჯიშებზეა, რომელიც გაზაფხულის წაყინვებს კარგად უმკლავდება. საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების კლიმატურ -ნიადაგობრივი ნუშის წარმოებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ხარობს, სადაც ატამი ყვავილობს. გამოირჩევა იმით, რომ სველი ნიადაგი არ უყვარს )ფესვის სიდამპლეს იწვევს), მაგრამ წყლის მომთხოვნია", - ამბობს ბობოქაშვილი.

მისი ინფორმაციით, 1 ჰექტარზე ( 416 ძირი)ნუშის ბაღის გაშენება 7000-8000 ლარი ჯდება ( სარწყავი სისტემის გარეშე).ბაღის წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4800-5200 ლარს აღწევს. ამას ემატება მოსავლის აღება და სარეალიზაციოდ გასამზადებელი ხარჯები, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 50 თეთრის ხარჯს გულისხმობს. როგორც ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღიდან სავარაუდო შემოსავალი 22 000 - 24 000 ათას ლარს მიაღწევს. მაგალითისთვის, თუკი ფერმერი 1 კილოგრამ ნუშს 5,5 ლარად ჩააბარებს, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ 1 ჰექტარზე მოგების სახით, დაახლოებით, 13-15 ათას ლარს მიიღებს.

უცხოურ ბაზრებზე ფასი დაახლოებით 4-6 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, საქართველოს აქვს შანსი, რომ ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაშიც საპატიო ადგილი დაიკავოს და ექსპორტიორი ქვეყნების ნუსხაშიც შევიდეს.  თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად აუცილებელია, ფასი კონკურენტული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების დაცვა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – ნუშზე მოთხოვნა არც ისე მაღალია, რადგან ის არ არის ჩვენი სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system