თავში

წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 575 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 575 მილიონი
წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 575 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 575 მილიონი კვტ / სთ ელექტროენერგია შემოიტანა. საერთო ჯამში, საქართველომ 1,270,9 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია შეიძინა. ელექტროენერგიის აზერრბაიჯანული იმპორტის წილი საერთო იმპორტში 45,25%-ს შეადგენს.

მონაცემები report.ge-მ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისგან მოიპოვა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ 11 თვის განმავლობაში საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში  ელექტროენერგიის ტრანზიტი 101,79 მილიონი კვტ / სთ-ს გაუტოლდა. 

რაც შეეხება ელექტროენერგიის საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტს აზერბაიჯანში, ეს მონაცემი წლიურ ჭრილში შემცირებულია 17.861 მლნ კვტ/სთ-ით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system