თავში

წელს საქართველოსგან აზერბაიჯანმა 77.5 ათასი დოლარის ტრაქტორები იყიდა

წელს საქართველოსგან აზერბაიჯანმა 77.5 ათასი დოლარის ტრაქტორები იყიდა
წელს საქართველოსგან აზერბაიჯანმა 77.5 ათასი დოლარის ტრაქტორები იყიდა

ბოლო 10 წლის განვალობაში მეზობელ აზერბაიჯანში საქართველომ სასოფლო და სატყეოს სამეურნეო თვლიანი ტრაქტორების ექსპორტი მხოლოდ 2016 წლიდან ფიქსირდება. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე სხვა წლების მონაცემები არაა აღრიცხული და, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 870190 საბაჟო-სასაქონლო კოდით ტრაქტორების აზერბაიჯანში გაყვანა სწორედ 2016 წლიდან ხდება.

საქსტატის ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტრაქტორების ექსპორტის ყველაზე მაღალი ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველომ მისი აზერბაიჯანში ექსპორტით 1, 306. 7 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება წლევანდელ წლის მონაცემს, როგორც ჩანს, როგორც ქველა სასაქონლო ექსპორტს, ამ პრიოდუქტის ექსპორტსაც ხელი კორონავირუსმა შეუშალა, რადგან 2020 წლის 6 თვეში მეზობელ ქვეყანაში გადაიზიდა 77.5 ათასი დოლარის ღირებულების ტრაქტორი, შარშან აზერბაიჯანში კი გაიყიდა 1,066.0 დოლარის ღირებულების ტრაქტორი.

ტრაქტორები მეზობელ ქვეყანაში სახმელეთო გზით საავტომობილო ტრანსპორტმა გადაზიდა.

რაც შეეხება 2016-2020 წლების ტრაქტორების ექსპორტი დინამიკას, იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system