თავში

წელს შამპანური ბიტკოინზე მეტად გაძვირდა

წელს შამპანური ბიტკოინზე მეტად გაძვირდა
წელს შამპანური ბიტკოინზე მეტად გაძვირდა

ზოგიერთი ელიტური ბრენდის შამპანური 80%-ზე მეტით გაძვირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შამპანურის ბიზნესი წელს უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე ბიტკოინის ან IT ბიზნესი.

ბორდოს ინდექსის  ყველაზე ძვირადღირებული სასმელების რეიტინგში შამპანურს 20 ადგილიდან 15 ადგილი უკავია.

2002 წლის მოსავლის Salon le Mesnil ღვინო წელს LiveTrade-ზე და Liv-ex-ზე 80%-ზე მეტით გაძვირდა, ერთი ბოთლი დაახლოებით 16 ათასი დოლარი ღირს.

ისეთი ბრენდის შამპანურები, როგორიცაა Krug 2000, Bollinger La Grande Année 2007, Cristal Rosé 2008 და Dom Pérignon P2 2002, წელს 54-55%-ით არის გაძვირებული.

ცქრიალა ღვინის მაღალი ღირებულება იმით არის განპირობებული, რომ  პანდემიის გამო, გასულ წელს შამპანურზე მოთხოვნის შემცირების გამო წარმოებაც შემცირდა. ფასის მატებას ასევე განაპირობებს ძლიერი ყინვები და მოსავლის განადგურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system