თავში

ცენტრალური ბანკების აქტივებში ქოროს წილი რეკორდულ ნიშნულზეა

ცენტრალური ბანკების აქტივებში ქოროს წილი რეკორდულ ნიშნულზეა
ცენტრალური ბანკების აქტივებში ქოროს წილი რეკორდულ ნიშნულზეა

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, აშშ დოლარის მიმართ უნდობლობის გამო, ოქროს წილი თავიანთ აქტივებში 36 ათას ტონამდე გაზარდეს, რაც 1990 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ აქტივის წილი 15%-ით ანუ 4,5 ათასი ტონით გაიზარდა. 

შესაბამისი ტენდენცია დაკავშირებულია 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის გაჩენასთან, რამაც შეამცირა ცენტრალური ბანკების ნდობა დოლარის აქტივების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებმა დაიწყეს ოქროს ყიდვა თავიანთი ფინანსური სისტემების დასაცავად, რადგან ამ აქტივს არ გააჩნია საკრედიტო რისკი, ისევე როგორც გაკოტრების რისკი.

20 აპრილს მსოფლიო ოქროს საბჭომ (WGC) გამოაცხადა, რომ ოქროს ფასი 2001 წლიდან 18-ჯერ გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system