თავში

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი GSILF-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი GSILF-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი GSILF-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი, გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმის (GSILF) მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 

თაგიევის შეფასებით, ეს ნომინაცია ამ პროექტის უდიდესი საერთაშორისო წარმატების ინდიკატორია.

NEQSOL ჰოლდინგი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას საქართველოსა და კასპიის ზღვის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. 

თაგიევი აღნიშნავს, რომ კასპიის ზღვაში ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ექსკლუზიური უფლება მათ ექნებათ.

"იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა რეგიონალური ციფრული ჰაბის მშენებლობისთვის. როგორც ახლა ვხედავთ, ციფრული აბრეშუმის გზის იდეა სულ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. ამ კვირაში ვაპირებთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმზე აშშ–ში. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ღონისძიება ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ნორმან ანდერსონის მიერ. ის აშშ–ს წამყვანი გადამწყვეტილების მიმღები პირია სტრატეგიული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა ამ პროექტების განხორციელებისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით - კომუნიკაციების კომისიასთან ერთად,” - ამბობს თემურ თაგიევი.

ცნობისთვის, სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების კუთხით არსებული პოტენციალი, იძლევა საშუალებას მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

შეგახსენებთ, საქართველო მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. იდეის პრეზენტაცია 2018 წლის 16 მარტს შედგა. .სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტექნოლოგიური კონსორციუმი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მონაწილეობით და დაიწყება ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც რეგიონული მასშტაბით, პროექტში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ციფრული აბრეშუმის გზის ერთიანი სავაჭრო პლატფორმის შექმნის თაობაზე გაფორმებულია საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მთავრობასა და Microsoft-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთიანი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ხელს შეუწყობს ჰქონდეთ წვდომა პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებზე და განახორციელონ ონლაინ აქტივობები თავისუფალი კონკურენციის პირობებში. მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე კვლევითი და ინტელექტუალური მხარდაჭერის, ასევე, აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

აბრეშუმის გზის ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა, უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და მაღალკონკურენტულ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა და აღნიშნული მიმართულებით ადამიანური კაპიტალისა და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი სწორედ ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებების და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system