თავში

წლის ბოლომდე პური შესაძლოა გაძვირდეს

წლის ბოლომდე პური შესაძლოა გაძვირდეს
წლის ბოლომდე პური შესაძლოა გაძვირდეს

მეპურეთა ასოციაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მწარმოებლებს პურის ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ფქვილის გაძვირება, წესით, მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტის - პურის ფასზეც აისახება, მაგრამ არჩევნების წინ მთავრობა ამას, დიდი ალბათობით, არ დაუშვებს. ასე ფიქრობს მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ პური სავარაუდოდ გაძვირდება და მთავრობას ამ პროდუქტის სუბსიდირება მოუწევს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე პურის ფასს არაფერი ემუქრება. ძნელად სათქმელია, არჩევნების შემდეგ ამ ფასს როგორ შეინარჩუნებენ, წლის ბოლომდე მცირე ცვლილება მოსალოდნელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავრობა გარკვეულ ზომებს მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, სუბსიდირებას მოახდენს. უკიდურეს სიტუაციაში, ფასებში ჩაერევიან, მოსახლეობისთის ეს მძიმე თემაა, კურსი კიდევ თუ გაუფასურდა, ბაზარი ამას ვერ გაუძლებს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. პატარა თონეებსა და საცხობებს თუ გავითვალისწინებთ, მათ შეიძლება პური გააძვირონ კიდეც, მაგრამ დიდი ქარხნები, რომლებიც სახალხო პურს ქმნიან, ფასების ზრდას არჩევნებამდე მაქსიმალურად მოერიდებიან. ჩემი აზრით, ცვლილება უმნიშვნელო იქნება, თუმცა ერთი თეთრიანი სხვაობაც დიდი ტვირთია მოსახლეობისთის", - ამბობს მალხაზ დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელია ფქვილის გაძვირება. ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ სულ ცოტა ხნის წინ report.ge-თან აღნიშნა. როგორც მან განმარტა, გავლენა ამ მხრივ საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა ერთობლივად მოახდინა. სილაგავას ინფორმაციით, რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი სექტემბრიდან 23 დოლარით არის გაძვირებული, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system