თავში

წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 25%-ს მიაღწევს - Fitch

წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 25%-ს მიაღწევს - Fitch
წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 25%-ს მიაღწევს - Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 25%-მდე გაიზრდება. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფლაციის ზრდა ძირითადად ლირის გაუფასურებით იქნება გამოწვეული. რაც თავის მხრივ, სახელმწიფო ვალის მშპ-ს 47%-მდე გაზრდას გამოიწვევს. 

სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგულ სუვერენულ ქვეყნებს შორის სამომხმარებლო ფასების ინდექსი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 

ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, 2022-2023 წლებში თურქეთში ინფლაცია საშუალოდ 20%-ს მიაღწევს. 

სახელმწიფო ვალის მშპ-ის თანაფარდობის შესამჩნევი გაუარესების შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა ქვეყნის რეიტინგი შეამციროს.

თურქული ვალუტა, რომელიც წლის დასაწყისში ერთ დოლარზე 7,4 ლირად ივაჭრებოდა, წლის განმავლობაში 75%-ზე მეტით გაძვირდა, 23 ნოემბერს კი ახალი ანტირეკორდი დაამყარა, 16%-ით დაეცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 18 ნოემბერს გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system