თავში

წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართი

წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართი
წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართი

 მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები განაახლა.

 საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია მშენებლობის 4169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლებია. 

საქსტატის ცნობით, რაც შეეხება ფართობს, შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე მშენებლობისთბის ნებართვა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობზე გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლებია. ნებართვების 78,3 პროცენტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. 

ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი – თბილისზე, 9,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი -აჭარის რეგიონზე.

2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ამასთან, დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ასევე ოთხ რეგიონზე ნაწილდება, მათ შორის 29,3 პროცენტი – თბილისი, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონი, 12,1 პროცენტი – იმერეთი, ხოლო 9,4 პროცენტი – ქვემო ქართლი.

ოფიციალური მონაცემებით, სულ 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system