თავში

წყალი გაძვირდა

წყალი გაძვირდა
წყალი გაძვირდა

2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 5.6 პროცენტით გაძვირდა. ეს საქსტატის ინფლაციის იანვრის მონაცემებით დასტურდება.

“წყალ მარგებელს” როგორც მინერალური, ისე მტკნარი წყლების გაძვირება მოუწია.“წყალი მარგებელი” 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს  და ასორტიმენტის ნახევარი გაძვირდა. ფასები პროდუქციაზე 3-15%-ით არის მომატებული. კომპანია ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავების მიზეზად 2020 წელს ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ შემოსავლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი გაყიდვებიდან გენერირდება ლარში, ხოლო სესხები კომპანიას ევროში აქვს.მათივე განმარტებით, შესაფუთი მასალების ფასები ფიქსირდება დოლარსა და ევროში. ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ კომპანიას ხარჯი გაუზარდა, შემოსავალი კი, ხშირ შემთხვევაში შეამცირა, ზოგ სეგმენტში იგივე დარჩა, შესაბამისად, ბიზნესმა მილიონობით ლარით იზარალა. მათივე განმარტებით, ხარჯი გაზარდა ელექტროენერგიის გაძვირებემაც.

მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანიები დენის ფასნამატის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system