თავში

წყალტუბოს წყალმომარაგებას 7 მილიონი მოხმარდება

წყალტუბოს წყალმომარაგებას 7 მილიონი მოხმარდება
წყალტუბოს წყალმომარაგებას 7 მილიონი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც ხშირია დანაკარგები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება .

პროექტს 7 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა წყალამომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

ცნობისთვის, წყალტუბოს ეკოლოგიაზე 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

წყალტუბოს გენგეგმის შექმნაზე სამი ქართული კომპანია მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system