თავში

წყნეთის აგარაკებზე აუქციონი დღის ბოლომდე გამოცხადდება

წყნეთის აგარაკებზე აუქციონი დღის ბოლომდე გამოცხადდება
წყნეთის აგარაკებზე აუქციონი დღის ბოლომდე  გამოცხადდება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ე.წ. წყნეთის აგარაკებზე აუქციონი დღის ბოლომდე  გამოცხადდება.

„დღეს, ვამატებთ დღის ბოლომდე ახალ საინტერესო მიმზიდველ ობიექტს, ეს არის ე.წ. წყნეთის აგარაკები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო სახელმწიფოს ბალანსზე. აქ შეიძლება საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმროს კომპლექსი და შეფასება, რომელიც გაკეთდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ - 57 მილიონი ლარი, ეს იქნება საწყისი ფასი. ობიექტს მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. ჩვენი აუქციონი ყველაზე კარგი გზა არის იმისთვის, რომ გავტესტოთ რამდენად ობიექტურია ფასი, რამდენად მიმზიდველია ობიექტი და წარმატება ვუსურვოთ ქონების მართვის სააგენტოს ამ აუქციონის წარმართვაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system