თავში

ტურინდუსტრია "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს

ტურინდუსტრია "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს
ტურინდუსტრია ვაქცინა ტურების ორგანიზების ნებართვას ითხოვს

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას მორიგი მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც  ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით შემოტანას საკუთარ თავზე იღებენ.  საუბარია ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე, რომლის 100 000 დოზას კერძო სექტორი საკუთარი ხარჯებით შემოიტანს. მათ ამისთვის მხოლოდ სახელმწიფოს ნებართვა სჭირდებათ. 

"იბერია ტურს პლუსის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ თუ სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინას კომერციულად შემოიტანენ, ტურისტული კომპანიები "ვაქცინა ტურებს" დააორგანიზებენ და იმ პირებს აცრიან, ვისაც ამის სურვილი ექნება. მისი განმარტებით,  ეს პირები ქვეყანაში ორ კვირას გაჩერდებიან, შესაბამისად, ქვეყანა დამატებით შემოსავალსაც მიიღებს.

“უკვე შეიქმნა პრეცედენტიც იმისა, რომ არსებობს "ვაქცინა ტურები". ეს იქნება ტურიზმის ერთგვარი გამოცოცხლება. ტურისტული კომპანიები, რომლებიც "ვაქცინა ტურების" გაკეთებას დაიწყებენ, მიიღებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი ექნებათ ვაქცინის გაკეთება. ისინი ჩამოვლენ, ორი კვირა გაჩერდებიან საქართველოში და შესაბამის თანხებსაც დახარჯავენ", - განმარტავს “იბერია ტურს პლუსის” დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system