თავში

ტურიზმის ადმინისტრაცია უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

ტურიზმის ადმინისტრაცია უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
ტურიზმის ადმინისტრაცია უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაცია უკრაინელი ბლოგერებისთვის საქართველოში პრეს-ტურს მართავს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მათ შორის ტელეკომპანია "უკრაინას" სხვადასხვა ონლაინ გამოცემისა და სოციალური ქსელის 8 ჟურნალისტი საქართველოში ანანურს, გუდაურს და სტეფანწმინდას, ქუთაისს წყალტუბოსა და ვანის მუზეუმს, ასევე მესტიასა და უშგულს მოინახულებენ. ისინი მოამზადებენ ფოტორეპორტაჟებს და სტატიებს საქართველოს კურორტებისა და კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ.

პროექტის აუდიტორიას მილიონობით უკრაინელი შეადგენს.

"ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მივიღე. ჩვენ დავათვალიერეთ თბილისი, ვგეგმავთ სხვადასხვა კურორტების მონახულებას, ვიმოგზაურებთ მთებში, დავაგემოვნებთ ქართულ კერძებს, რომელიც თქვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, თქვენ ასევე გაქვთ შესანიშნავი სამთო კურორტები და მე ამ ყველაფრის შესახებ ჩემს მკითხველს მოვუყვები", - განაცხადა იულია ბერკუტამ, ტურის მონაწილე ბლოგერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system