თავში

ტურიზმის კლებით საქართველომ 1,8 მილიარდ დოლარით იზარალა

ტურიზმის კლებით საქართველომ 1,8 მილიარდ დოლარით იზარალა
ტურიზმის კლებით საქართველომ 1,8 მილიარდ დოლარით იზარალა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78 პროცენტითაა შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს.(კლება წინა წლის 8თვესთან შედარებით).

პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვისას კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა.

"შესაბამისად, ტურიზმში შემოსავლები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ გვქონდა 6 თვეში 456 მილიონი დოლარი სულ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 8 თვეში ეს მაჩვენებელი შეადგენს 483 მილიონ დოლარს . 78 პროცენტითაა შემცირებული გასული წლის 8 თვის მაჩვენებელთან შედარებით და საკმაოდ დიდი მოცულობით 1,8 მილიარდ დოლარამდეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული. შემცირება თითქმის არაა ფულადი გზავნილების ნაწილში. 6 თვეში იყო 662 მილიონი დოლარი და დაახლოებით 5 %-იანი შემცირება იყო, 7 თვეში გზავნილების ოდენობა იყო 829 მილიონი დოლარი ანუ შემცირება იყო 0.4 პროცენტით მხოლოდ", - განაცხადა კაკაურიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system