თავში

ტურიზმის მარეგულირებელი ახალი დოკუმენტი მზადდება

ტურიზმის მარეგულირებელი ახალი დოკუმენტი მზადდება
ტურიზმის მარეგულირებელი ახალი დოკუმენტი მზადდება

ტურიზმის სექტორისთვის ახალ დოკუმენტს შრომის ინსპექცია ამზადებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სექტორის მარეგულირებელი ახალი დოკუმენტში გათვალისწინებულია  საერთაშორისო მოთხოვნები, რომლებიც ტურისტსაც და ქვეყანასაც უსაფრთხო გარემოს უქმნის.

„ჩვენ ვგეგმავთ მათთვის ამ მოთხოვნების წარდგენას და იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს სექტორი ამ ყოველივეს დაკმაყოფილებას, მათ ექნებათ საშუალება, იყვნენ ეკონომიკურად აქტიურები ხანგრძლივ დროში“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ მთავრობა ცდილობს ზაფხულის სეზონისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მზად იყოს ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად.

„სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა იყოს შეუფერხებელი. ტურისტი საქართველოსთვის არის ყოველთვის ძალიან დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი, აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი გვყავდეს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ტურიზმი არის შეფერხებული. თუმცა აქ არის მეორე საკითხი, მნიშვნელოვანია, სასტუმროებისა და რესტორნების მზაობა ტურისტების მისაღებად. ახალი დოკუმენტი სწორედ ამისთვის მოამზადებს სექტორს," - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system