თავში

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი
თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 670 048.4 ათას დოლარს გაუტოლდა და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა რიგებში მეოთხე ადგილს იკავებს. მას მოსდევს სომხეთი ბრუნვის 465 530.4 ათას დოლარიანი მაჩვენებლით.

ათეულში შემდეგ პოზიციებზეა აშშ, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system