
თურქული მედია სააგენტო ANADOLU AGENCY-ის ცნობით, თურქეთი შავ ზღვაში პირველ ღრმა საძიებო-ბურღვით კვლევას იწყებს.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ოფშორული საძიებო კვლევების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის.
თურქული გემი შავ ზღვაში პირველ საძიებო-ბურღვით სამუშაოებს ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.
2020 წლის საპრეზიდენტო პროგრამის მიხედვით, თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, წელს, რესურსების საძიებლად 5 გაბურღვის ოპერაციას ჩაატარებს.
ვახო რევაზიშვილი
ავტორი