თავში

თურქეთი ტურისტულ გადასახადს აწესებს

თურქეთი ტურისტულ გადასახადს აწესებს
თურქეთი ტურისტულ გადასახადს აწესებს

თურქეთის ხელისუფლება ტურისტებისთვის გადასახადის დაწესების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას TripAdvisor-ი ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მთავრობის ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში სასტუმროების ფასები 1%-2%-ით გაიზრდება. საუბარია, ე.წ. ტურისტულ მოსაკრებელზე, რომელიც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს სასტუმროში დამატებითი თანხის გადახდას დაავალდებულებს. 

როგორც მედიას Rixsos Premium Belek-ის გაყიდვების მენეჯერმა ელენა პოდოროჟნაიამ ანტალიის ტურისტულ გამოფენაზე (Antalia Tourism Fair) განუცხადა, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები გადასახადის შესაძლო დაწესებასა და ტარიფებზე მსჯელობენ.

"თუ ახალი გადასახადი დაინერგება, მაშინ, სავარაუდოდ, საჭირო იქნება სასტუმროების ფასების გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მომსახურების ღირებულების 1%-2% -ზე, ეს მაინც მნიშვნელოვანი თანხაა, - დასძინა მან.

ტურისტული გადასახადი არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system