თავში

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოსთან მეგობრობაზე საუბრობს

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოსთან მეგობრობაზე საუბრობს
თურქეთის პრეზიდენტი საქართველოსთან მეგობრობაზე საუბრობს

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, თქმით TANAP-ის მილსადენი საუკეთესო მაგალითია თანამშრომლობისა და პასუხი ენერგორესურსების კონფლიქტური გარემოს გამოწვევაზე. ერდოღანმა ამის შესახებ მის სტატიაში განაცხადა, რომელიც New York Times-ის დახმარებით ჟურნალ "დიპლომატში" გამოქვეყნდა.

"TANAP-ი არის კონკრეტული მაგალითი ნდობისა და მეგორბორიბსა, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ის მთავარი მაკავშირებელი ნაწილია სამხრეთის კორიდორისა, რომლის მიზანია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, კასპიის რეგიონიდან ევროპისკენ, საქართველოსა და თურქეთის გავლით. ეს კორიდორის მთავარი ნაწილია და მისი სიგრძე 3500 კილომეტრია" ,- განაცხადა ერდოღანმა

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ 18 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა თურქეთში, შექმნა სათანადო გარემო იმისთვის, რომ რეგიონიადან ენერგორესურსების ტრანსპორტირება განხორციელებულიყო, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით.

"2006 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამუშავდა. 2007 წელს კი ბაქო-თბილისი-ერზრუმი. სამი ქვეყნის საერთო ძალისხმევით ტრანსატლანტიკური მილსადენის გაყვანა გახდა შესაძლებელი, რომლის განხორციელებისთვისაც პირველი ნაბიჯი, 2011 წლის 25 ოქტომბერს გადაიდგა, თურქეთი-აზერბაიჯანის შეთანხმებით.  მილსადენი რეკორდულ სამ წელიწადში დასრულდა. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი პირველად TANAP-ის მეშვეობით თურქეთს 2018 წლის 12 ივნისს მიეწოდა. 2019 წლის 30 ნოემბერს კი გაიხსნა მონაკვეთი, რომელიც ევროპასთან აკავშირებდა", - აღნიშნავს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system