თავში

თურქეთის ცენტრალური ბანკი მცურავ გაცვლით კურსს შეინარჩუნებს

თურქეთის ცენტრალური ბანკი მცურავ გაცვლით კურსს შეინარჩუნებს
თურქეთის ცენტრალური ბანკი მცურავ გაცვლით კურსს შეინარჩუნებს

თურქეთის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და საშუალოვადიან ინფლაციის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს 2022 წლისთვისაც შეინარჩუნებს. 

„თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანია მიაღწიოს და შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა. მთავრობასთან ერთად დასახული საშუალოვადიანი ინფლაციის 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. რათა ეტაპობრივად მიიყვანოს ინფლაცია მიზნობრივ დონემდე“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

მარეგულირებელი ინფლაციის სამიზნე რეჟიმის გამოყენებას მომავალ წელსაც გააგრძელებს. 

16 დეკემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა, რამაც თურქული ვალუტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია - 20 დეკემბერს დოლარმა რეკორდულ ნიშნულს 18,4 ლირას მიაღწია.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system