თავში

თურქეთმა ელექტროსიგარეტი აკრძალა

თურქეთმა ელექტროსიგარეტი აკრძალა
თურქეთმა ელექტროსიგარეტი აკრძალა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მალე ელექტრო სიგარეტები აიკრძალება.

„ჩვენ ვამზადებთ კანონს, რომლის მიხედვითაც თურქეთში ელექტრო სიგარეტის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალება“ - განაცხადა მინისტრმა.

დღეისათვის უკვე 27-მა ქვეყანამ აკრძალა ელექტრო სიგარეტი და ნიკოტინის გარდამქმნელი სხვადასხვა სისტემა. მათ შორისაა არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კოლუმბია, მექსიკა, პანამა, ურუგვაი, ბელგია, კანადა, დანია, ჰოლანდია, ნორვეგია და ისრაელი.

ამ აკრძალვას შესაძლოა, ძალიან მალე აშშ-ც შეუერთდეს. 

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვეიპერებს შორის შემაშფოთებლად იმატა სხვადასხვა დაავადებამ. დაავადებათა გამომწვევი შესაძლოა, ელექტრო სიგარეტის სითხეში Е ვიტამინის დიდი რაოდენობა იყოს. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას Е ვიტამინი შესაძლოა, სხვადასხვა სასიკვდილო დაავადების გამომწვევი გახდეს.

საქართველოში ელექტროსიგარეტის აკრძალვაზე შესაბამისი უწყებები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system